21 იანვარი 00:00

გაიოზ სანაძის სამძიმრის განცხადება

27/12/2024
გაიოზ სანაძის სამძიმრის განცხადება

დიდი გულისტკივილით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი, "საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის" დირექტორი გაიოზ სანაძე. გაიოზმა 32 წელი მიუძღვნა საბირჟო და დეპოზიტარული საქმიანობის განვითარებას საქართველოში. განათლებით ფიზიკოსმა ჯერ კავკასიის ბირჟის, შემდეგ ცენტრალური დეპოზიტარის და საქართველოს საფონდო ბირჟის დაარსებასა და განვითარებაში შეიტანა წვლილი, შექმნა ბროკერთა პირველი სკოლა საქართველოში, გამოსცა პროფესიული სახელძღვანელო. პარალელურად კითხულობდა ლექციებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში და არაერთ თაობას შეასწავლა საინვესტიციო საქმიანობის ანბანი. მისი სახელი დარჩება ისტორიას ქართული კაპიტალის ბაზრის მშენებლობის საქმეში შეტანილი ღვაწლისთვის.


ვუსამძიმრებთ გაიოზის ოჯახის წევრებს და მეგობრებს აუნაზღაურებელ დანაკლისს.