10 ნოემბერი 00:00

სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ"

2009 წელს დაარსებული საბროკერო კომპანია სს „ჰერითიჯ სიქიურითიზ“ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ და რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტს, რომელსაც ამ ლიცენზიის საფუძველზე უფლება აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით განახორციელოს გარიგებები როგორც საკუთარი, ასევე თავისი კლიენტების სახელით და მათ სასარგებლოდ.

დაარსებიდან დღემდე სს „ჰერითიჯ სიქიურითიზ“ რეზიდენტ და არარეზიდენტ კლიენტებს სთავაზობს კანონით ნებადართული მომსახურების მთელ რიგ სერვისებს. მათ შორის, ფასიანი ქაღალდებით გარიგებების დადება, ნომინალური მფლობელის მომსახურეობა, აქტივების შენახვა, მართვა და აღრიცხვა, ფინანსურ ინსტრუმენტებთან და ემიტენტებთან დაკავშირებული კვლევების განხორციელება, ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება და სხვა. 

კომპანიის საქმიანობა დამყარებულია მისი თითოეული კლიენტისადმი გამჭვირვალე და სამართლიანი მიდგომის პრინციპზე. კომპანიის მიზანია გააფართოვოს საქმიანობის მასშტაბები როგორც ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, დანერგოს ახალი პროდუქტები და კლიენტებს შესთავაზოს მათ ინტერესებზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტები და მომსახურება.

ფაქტიური მისამართი:

თბილისი 0179, ი.ჭავჭავაძის გამზ, 29

იურიდიული მისამართი:

თბილისი 0179, ი.ჭავჭავაძის გამზ, 29

კატეგორია:

საბანკო - საფინანსო

ვებ გვერდი:

http://heritagesecurities.ge/

ტელეფონი:

(+995 32) 219 77 45


დირექტორი:

თენგიზ ლაშხი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

ლადო გურგენიძე