სს "საქართველოს ბანკი"
საქართველოს ბანკი ემსახურება 2.5 მილიონ მომხმარებელს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (271 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (890 ბანკომატი), 3,177 თვითმომსახურების 24 საათიანი ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.
საქართველოს ბანკის კორპორაციული მართვა შესაბამისობაშია დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მართვის მომთხოვნ კოდექსთან. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო აყალიბებს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევს კომპანიის მენეჯმენტის მუშაობას. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო არააღმასრულებელია და ბანკის დირექტორთა საბჭოსგან დამოუკიდებელია. სამეთვალყურე საბჭო კონსტრუქციულ ოპონირებას უწევს დირექტორთა საბჭოს და აკონტროლებს მენეჯმენტის მიერ სტრატეგიის შესრულებას. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა წევრისგან, რომელთაგან შვიდი დამოუკიდებელია.
საქართველოს ბანკი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საცალო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი ბანკია და ემსახურება 2,5 მლნ მომხმარებელს და გარდა ამისა, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია კორპორაციულ სექტორში.
საქართველოს ბანკის მისიაა, მომხმარებელსა და ქვეყანაზე ზრუნვა, რადგან ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. საქართველოს ბანკი ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს უწყვეტად. რაც მთავარია მომხმარებელზე ზრუნვა, მუდმივი დინამიკა იმაში, რომ ადამიანებს ხელი შეუწყოს წინსვლასა და კეთილდღეობაში როგორც დღეს, ისე მომავალში ბანკისა და მისი თითოეული თანამშრომლისთვის მამოძრავებელი ძალაა. საქართველოს ბანკს სჯერა, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრების ხელშეწყობით იქმნება ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა. ჩვენი ხედვაა საბანკო ცოდნითა და გამოცდილებით უწყვეტად ვნერგოთ ინოვაციები საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაში. ბანკი იზიარებს და დგას ისეთ ფუნდამეტურ პრინციპებზე, როგორიცაა: განათლება, ზრუნვა, პროფესიონალიზმი, ინოვაცია, რაზეც ასევე დგას საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობაც.
თბილისი, 0160, გაგარინის 29ა
თბილისი, 0160, გაგარინის 29ა
საბანკო - საფინანსო
(+995 32) 2 444 444
არჩილ გაჩეჩილაძე
ნილ ჯანინი