05 დეკემბერი 00:00

სს "ნიკორა ტრეიდის" ახალი ემისია

06/09/2018
სს
2018 წლის 6 სექტემბერს სს „ნიკორა ტრეიდის“ 3 წლიანი, 25 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების ახალი ემისია დაშვებულ იქნა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის" სისტემაში. ობლიგაციების კუპონის განაკვეთი განისაზღვა საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების გააკვეთს დამატებული 400 საბაზისო პუნქტით. ემისიის განთავსების აგენტი იყო თიბისი კაპიტალი.

6 სექტემრიდან კომპანიის ობლიგაციებზე დადებული გარიგებების კლირინგს და ანგარიშწორებას ახორციელებს ცენტრალური დეპოზიტარი, შესაბამისად შესაძლებელი ხდება აღნიშნული ფასიანი ქაღალდებით გარიგებების დადება "საქართველოს საფონდო ბირჟაზეც".