05 ოქტომბერი 00:00

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია

01/08/2018
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს სს „ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის" (ს/ნ 8790603665) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 160 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 20 ივლისი. განთავსების აგენტი იყო სს „გალთ ენდ თაგარტი".

1 აგვისტოდან კომპანიის ობლიგაციებზე დადებული გარიგებების კლირინგს და ანგარიშწორებას ახორციელებს ცენტრალური დეპოზიტარი, შესაბამისად შესაძლებელი ხდება აღნიშნული ფასიანი ქაღალდებით გარიგებების დადება "საქართველოს საფონდო ბირჟაზეც".