09 ნოემბერი 00:00

შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" ახალი ემისია

06/07/2018
შპს
მიმდინარე წლის 6 ივლისიდან შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის" (ს/ნ 2700603659) მიერ გამოშვებული 3 წლიანი, 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებისაქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6,5%-ით, პროცენტის წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2021 წლის 22 ივნისი.განთავსების აგენტი იყო სს „გალთ ენდ თაგარტი".
6 ივლისიდან კომპანიის ობლიგაციებზე დადებული გარიგებების კლირინგს და ანგარიშწორებას ახორციელებს ცენტრალური დეპოზიტარი, შესაბამისად შესაძლებელი ხდება აღნიშნული ფასიანი ქაღალდებით გარიგებების დადება "საქართველოს საფონდო ბირჟაზეც".