კომენტარები ახალი ინფორმაციული სისტემის შესახებ
24/12/2018ფინანსთა მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები ახალი ინფორმაციული სისტემის შესახებ:
კობა გვენეტაძე (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი): "ეროვნული ბანკი უაღრესად დიდ ყურადღებას უთმობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ვაკეთებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვმუშაობთ ახალი კანონების შექმნასა და ძველის განახლებაზე, დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ ფინანსურ განათლებაზე. 2010 წელს ეროვნულ ბანკში დაინერგა ფასიანი ქაღალდების და ფულით ანგარიშსწორების თანამედროვე სისტემები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისათვის. ამ სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე. სწორედ ამ წარმატებამ გადაგვაწყვეტინა გაგვეზიარებინა გამოცდილება კაპიტალის ბაზრისთვისაც. დღეს სიამაყით გვსურს განვაცხადოთ, რომ ახალი სისტემა წარმატებით დაინერგა და 3 დეკემბრიდან გარიგებები ამ სისტემის მეშვეობით ხორციელდება. ახალი სისტემა ბაზრის მონაწილეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ბროკერებს შეეძლებათ თანაბრად მარტივად ივაჭრონ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით და დადებული გარიგებების ანგარიშსწორება ელექტრონული ფორმით, სწრაფად და დაცულად განახორციელონ. ახალი თანამედროვე სტანდარტების სისტემა, სხვა თანმდევ რეფორმებთან ერთად, საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს."
ივანე მაჭავარიანი (ფინანსთა მინისტრი): "კაპიტალის ბაზრის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული ამოცანაა. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რეგიონში ითამაშოს ფინანსური ცენტრის როლი. სახეზე გვაქვს, კერძო და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი, ფასიანი ქაღალდების ინფრასტრუქტურის ძირეული ტრანსფორმაციის კარგი მაგალითი. ახალი, თანამედროვე სისტემა უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავს, ვინაიდან ქართული ფინანსური ბაზარი, უფრო მეტად დაცული და კომფორტული ხდება. დღევანდელი დღე, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არის საეტაპო კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. მსურს, მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს გაწეული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობას ვუხდი კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ვთვლი, რომ ეს პროექტი კერძო-საჯარო თანამშრომლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება."