საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის განცხადება
19/03/2020გაცნობებთ, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და 2020 წლის 20 მარტიდან გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ყველა ოპერაცია განხორციელდება უცვლელად, უწყვეტ რეჟიმში.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ. ფოსტის საშუალებით info@gcsd.ge