ევგენი პეევსკი
გენერალური დირექტორიევგენი პეევსკი „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა 2019 წლის მარტში. ამ პოზიციაზე დანიშვნამდე ევგენი მუშაობდა ისეთ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიცაა „მიზუჰო ბანკის“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი ასოცირებული დირექტორი (2018), „თიბისი ბანკის“ (თბილისი, საქართველო) ანდერრაიტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2015-2017), „სოსიეტე ჟენერალის“ (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) რისკების მართვის დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორი (2014-2015), „ინტენსა სან პაოლოს SpA“-ს ასოცირებული დირექტორი პროექტების ფინანსების მართვის დეპარტამენტში (2003-2015), „ჰებროს ბანკის“ (სოფია, ბულგარეთი) საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი (2001-2002) და „სოსიეტე ჟენერალის“ (სოფია, ბულგარეთი) რისკების შეფასების დეპარტამენტის უფროსი (1998-2000).
ევგენი პეევსკის აქვს ბიზნესის ადმინისტრირების საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის წოდება პატრიცია ლულუმბას უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ფინანსების მაგისტრის წოდება ვესტმინსტერის ბიზნესის სკოლიდან.