21 მარტი 00:00

გაიოზ სანაძე

დირექტორი
    გაიოზ სანაძე არის სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ დირექტორი მისი დაარსების თარიღიდან (1999 წლიდან) დღემდე. პარალელურად, 2015 წლამდე იგი იყო სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ დირექტორი ვაჭრობის დარგში. ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა როგორც კომპანია Barents Group LLC-ს თანამშრომელი 1999-2000 წლებში. იმავე პერიოდში მას გავლილი აქვს სხავადსხვა ტრეინინგები და კურსები, მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი, მათ შორის - USA SEC-ისგან.
   
    რამოდენიმე წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კომერციულ ბანკებში ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის, საინვესტიციო კონსულტანტის და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ, შესაბამისად, სს „თბილკომბანკში“, ბანკში „თეთრი“ და „First British Bank”-ში.  ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში გაიოზ სანაძე მოღვაწეობს 1991 წლიდან და სხვადასხვა დროს იყო საბროკერო კომპანიის დირექტორი, საბირჟო სკოლის დირექტორი, სს „კავკასიის ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და სხვა. ამავე პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა რამოდენიმე ევრაზიის  ფონდის პროექტებს, რომლებიც ფინანსდებოდა  USAID-ის მიერ. იყო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წელს იყო ევრაზიის ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების ასოციაციის თავმჯდომარე. 2016 წლიდან არის „გლობალური გაერთიანება - მეცნიერები მშვიდობისათვის“ საქართველოს წარმომადგენლობის, GUSP-Georgia-ს დირექტორი. 1999 წლამდე იგი მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში.
    აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი სპეციალობით "თეორიული ფიზიკა", ხოლო ასპირანტურა დაამთავრა ქალაქ ლენინგრადში, მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში.
    არის ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერებათა დოქტორი და რამოდენიმე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კერძოდ, ახლა კითხულობს ლექციებს ფინანსურ ინვესტიციებთან დაკავაშირებულ თემებზე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.