22 სექტემბერი 00:00
USD 3.2054
EUR 3.5859
GBP 4.2911
RUB 3.2024

ჩვენს შესახებ

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ დაარსდა 1999 წლის 11 ნოემბერს სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მიერ. კომპანია წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს რგოლს და  ემსახურება ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს - ბირჟებს, საბროკერო კომპანიებს, ბანკებსა და ინვესტორთა ფართო წრეს.

„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ მთავარ როლს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების უსაფრთხო და დროული კლირინგი და ანგარიშსწორება. ჩვენი მიზანია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოდერნიზაცია და განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მონაწილეები