15 ნოემბერი 00:00
USD 2.7045
EUR 3.0474
GBP 3.4931
RUB 3.9893

სს "საქართველოს ბანკი"

საქართველოს ბანკი ემსახურება 2.3  მილიონ მომხმარებელს, აქვს საქართველოში სერვისცენტრების ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქსელი (281 სერვისცენტრი), საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი (850 ბანკომატი), 2,842 თვითმომსახურების ტერმინალი, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24 საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.

საქართველოს ბანკის კორპორაციული მართვა შესაბამისობაშია დიდი ბრიტანეთის კორპორაციული მართვის მომთხოვნ კოდექსთან. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო აყალიბებს კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევს კომპანიის მენეჯმენტის მუშაობას. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო არააღმასრულებელია და ბანკის დირექტორთა საბჭოსგან დამოუკიდებელია. სამეთვალყურე საბჭო კონსტრუქციულ ოპონირებას უწევს დირექტორთა საბჭოს და აკონტროლებს მენეჯმენტის მიერ სტრატეგიის შესრულებას. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შედგება რვა წევრისგან, რომელთაგან შვიდი დამოუკიდებელია.

საქართველოს ბანკი
 ქვეყანაში ყველაზე მსხვილი საცალო საბანკომომსახურების მიმწოდებელი ბანკია და ემსახურება 2,2 მლნ მომხმარებელს და ქვეყანაში კორპორაციული სექტორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურება კომპანიებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კორპორატიული ბანკირების მომსახურებას, რომლებიც განაწილებული არიან ეკონომიკის დარგების მიხედვით და ზედმიწევნით იცნობენ შესაბამისი ინდუსტრიის სპეციფიკას. სასესხო მომსახურების გარდა, საქართველოს ბანკი სთავაზობს კომპანიებს ვაჭრობის ფინანსირებას და, ასევე, ლიზინგის მომსახურებას, შვილობილის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ მეშვეობით. 

ჩვენი მისიაა პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მუდმივი ინოვაციით მხარი დავუჭიროთ ჩვენს მომხმარებლებს, ინვესტორებს, თანამშრომლებსა და საზოგადოებას, რათა შევქმნათ წარმატებული მომავალიჩვენი ხედვაა საბანკო ცოდნით, გამოცდილებითა და წინდახედულობით მუდმივად ვნერგოთ სიახლე საბანკო მომსახურებაში. საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფუნდამენტური პრინციპებია: ცოდნა, ზრუნვა და ინოვაცია. ჩვენთან კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობა სწორედ ზემოხსენებულ ღირებულებებზე დაყრდნობით − ცოდნა, ზრუნვა და ინოვაცია − ვითარდება. თითოეული მათგანი ჩვენი ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილია; ძირითადი საქმიანობისა და სოციალური დანიშნულების განმსაზღვრელი პრინციპი (ეკონომიკური და ფინანსური ცოდნის ხელშეწყობა, მეწარმეობა, სოციალური გავლენა და სხვ.)

ფაქტიური მისამართი:

თბილისი, 0160, გაგარინის 29ა

იურიდიული მისამართი:

თბილისი, 0160, გაგარინის 29ა

კატეგორია:

საბანკო - საფინანსო

ვებ გვერდი:

http://bankofgeorgia.ge/

ტელეფონი:

(+995 32) 2 444 444


დირექტორი:

კახა კიკნაველიძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

ნილ ჯანინი