15 დეკემბერი 00:00
USD 2.6678
EUR 3.0138
GBP 3.3590
RUB 4.0173

ქართული ობლიგაციები დაშვებულ იქნა „Clearstream“-ში

11/09/2018
ქართული ობლიგაციები დაშვებულ იქნა „Clearstream“-ში

2018 წლის 10 სექტემბერს, Clearstream Banking S.A.-მ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFIs) მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან ერთად დაიწყო ცალკეული ქართული კორპორაციული ობლიგაციისთვის ანგარიშსწორებისა და შენახვის მომსახურების გაწევა.

აღნიშნული შესაძლებელი გახდა Clearstream-ის  კავშირით  სს "საქართველოს ბანკთან”, როგორც მის საკორესპონდენტო და კასტოდიან ბანკთან.

საქართველოსთვის ახალი სერვისების შეთავაზებით, Clearstream კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების წვდომას  საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ამ ეტაპზე იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ  დეპოზიტარს (ICSD), რომელიც აღნიშნულ სერვისებს სთავაზობს თავის კლიენტებს.

დღეის მდგომარეობით, Clearstream-ის შესაბამისობის კრიტერიუმები დააკმაყოფილა და  უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი კორპორაციული ობლიგაციები:

ემიტენტი / ISIN

M2 უძრავი ქონება / GE2700603436

საქართველოს სალიზინგო კომპანია / GE2700603535

ნიკორა / GE2700603493

სილქნეტი / GE2700603527

საქართველოს სალიზინგო კომპანია / GE2700603659

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი / GE2700603592

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 1 იანვრიდან შესული ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: არარეზიდენტი იურიდიული პირების, არარეზიდენტი ფიზიკური პირების და რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საფონდო ბირჟის ლისტინგში  დაშვებული ობლიგაციების მიწოდებიდან და პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმაგანაცხადა: "საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების დაშვება Clearstream-ში მნიშვნელოვანი წინსვლაა ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და  ხელს შეუწყობს იმას, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდები  უცხოელ ინვესტორთა უფრო ფართო წრისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ასეთი მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მხარდაჭერის პირობებში, ჩვენ ველით ადგილობრივ ბაზარზე ქართული კომპანიების მიერ საჯარო განთავსების გზით გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რიცხვის კიდევ უფრო ზრდას.“