15 ნოემბერი 00:00
USD 2.7045
EUR 3.0474
GBP 3.4931
RUB 3.9893

ნინო ქურდიანი

ფინანსური დირექტორი

    ნინო ქურდიანი დაინიშნა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ და  „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე 2017 წლის დეკემბრიდან. მას აქვს საქართველოში ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარამდე“ ნინო იკავებდა ფინანსური დირექტორის პოზიციებს მსხვილ საცალო კომპანიასა და საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის ID Finance წევრ კომპანია „სოლვაში“. 2016 წლის ჩათვლით ნინო მუშაობდა ქართულ ბანკებში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის „პროგრეს ბანკში“, „თიბისი ბანკში“ და „პროკრედიტ ბანკში“.

    2017 წლიდან ნინო არის ინვესტიციების მართვის სფეროში საერთაშორისოდ აღირებული და დაფასებული კვალიფიკაციის - CFA სერთიფიკატის მფლობელი. 2018 წლიდან ფლობს პროცესების მართვის სერთიფიკატს - Lean Six Sigma-ს ყვითელ ქამარს. მას აქვს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი და კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში.