15 დეკემბერი 00:00
USD 2.6678
EUR 3.0138
GBP 3.3590
RUB 4.0173

გიორგი ფარესიშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
    გიორგი ფარესიშვილი „საქართველოს საფონდო ბირჟის“ გენერალურ დირექტორად და „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2014 წლის ნოემბერში. „საქართველოს საფონდო ბირჟას“ გიორგი „კორ სტანდარტ ბანკიდან“ (ამჟამად „ტერაბანკი“) შეუერთდა, სადაც იგი იკავებდა კომერციული დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას. მანამდე, გიორგიმ შვეიცარელ პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „EastWest Family Office“, რომელიც ემსახურებოდა მაღალი შემოსავლის მქონე პირებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 2012 წლის სექტემბრამდე გიორგი იყო „ლიბერთი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და გენერალური დირექტორის მოადგილე, სადაც ხელმძღვანელობდა დაგროვილი ქონებისა და აქტივების მართვის სამსახურს და კურირებას უწევდა პირად ბანკირებს და საბროკერო კომპანია „ლიბერთი სიქურითიზ“-ს. გიორგი „ლიბერთი ბანკში“ 2011 წლის თებერვალში „სოსიეტე ჟენერალ“ ჯგუფის წევრ „ბანკი რესპუბლიკა“-დან გადავიდა, სადაც მას ეჭირა დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობა. „ბანკ რესპუბლიკამდე“ გიორგი მუშაობდა საბროკერო კომპანია „გალტ & თაგარტ სიქურითიზ“-ში, მმართველი დირექტორისა და გაყიდვების გლობალური ხელმძღვანელის პოზიციაზე. მანამდე  გიორგი იკავებდა „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, რომელიც სხვა დანარჩენ მოვალეობებთან ერთად მოიცავდა „გალტ & თაგარტ სიქურითიზ “-ის გაყიდვებისა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საქმიანობის ზედამხედველობას. „საქართველოს ბანკამდე“ გიორგი მუშაობდა საინვესტიციო ბანკში „Credit Suisse First Boston“, განვითარებად ბაზრებზე ობლიგაციებით ვაჭრობისა და იპოთეკური დაფინანსების ვაჭრობის სფეროში ლონდონსა და ნიუ იორკში.
გიორგის მიღებული აქვს მიჩიგანის უნივერსიტეტის როსის ბიზნეს სკოლის ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ეკონომისტის სპეციალობით.