15 დეკემბერი 00:00
USD 2.6678
EUR 3.0138
GBP 3.3590
RUB 4.0173

„სფქცდ“-ის შესახებ

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ დაარსდა 1999 წლის 11 ნოემბერს სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მიერ. კომპანია წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს რგოლს და  ემსახურება ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს - ბირჟებს, საბროკერო კომპანიებს, ბანკებსა და ინვესტორთა ფართო წრეს.

ცენტრალური დეპოზიტარს 2000 წლის 1 მარტს მიღებული აქვს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია #80001.

„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ მთავარ როლს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების უსაფრთხო და დროული  კლირინგი და ანგარიშსწორება, რისთვისაც ის:

  • ინახავს და აღრიცხავს ემიტენტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს;
  • ხსნის ანგარიშებს და ემსახურება ფასიანი ქაღალდებისა თუ სხვა ფინანსური აქტივების ანგარიშების მფლობელებს;
  • ქმნის საოპერაციო წესებსა და პროცედურებს, შეაქვს მათში ცვლილებები და უზრუნველყოფს მათ დაცვას;
  • ახორციელებს ბირჟებზე და არასაბირჟო ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების ცენტრალიზებულ კლირინგსა და ელექტრონულ ანგარიშსწორებას;
  • აწესებს ფასიანი ქაღალდების ერთიანი აღრიცხვის წესებს;
  • უწევს სპეცდეპოზიტარის მომსახურებას საპენსიო სქემების დამფუძნებლებს;
  • შინაგანაწესის შესაბამისად ახორციელებს შემოწმებებს და კონტროლს, აწესებს სანქციებს წევრებისა და დეპოზიტარის სისტემის მონაწილეების მიერ არსებული წესებისა და პროცედურების დარღვევისთვის.